სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა რომის პაპი კვლავ ვერ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, დილით ჩატარებული კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღის პირველ ნახევარში ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
რომის პაპის ასარჩევად ხმის მიცემის მომდევნო ორი ტური დღეს საღამოს გაიმართება.
პროცესი ადგილობრივი დროით 4:30 საათიდან (თბილისის დროით 18:30 საათი) გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი გუშინ დაიწყო.