კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი

14-02-2025 16:33
კატეგორიები: სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მამაკაცმა 80 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო ჭრილობა „ნაჯახით“ მიაყენა.

„ამბობენ, რომ ნაჯახით მოკლაო. რომ მოკლა, შემდეგ დაურეკავს ბათუმში, მეგობრისთვის და უთქვამს მოვკალიო. [მეგობარს] კასპში დაურეკავს პოლიციაში. სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდო“,- აღნიშნავს მეზობელი.

მათივე ინფორმაციით, ქალი რაჭაში ცხოვრობდა.

„წამიყვანია რაჭაში იმ ქალთან. ვიცი, რომ ბებო იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“, - აღნიშნავენ მეზობლები.

ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.

პოსტი ნახა: 545


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!