ყაზბეგში, გასული წლის 20 აპრილს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - მათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაზბეგში, გასული წლის 20 აპრილს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - მათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

20 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 67

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, დანის და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს რკინიგზა - უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი
წინა ახალი ამბავი
საქართველოს რკინიგზა - უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი
შემდეგი ახალი ამბავი
ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს. გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე