დამეწყრილი ეზოები და საძოვრები, დაზიანებული გზები, დაბზარული საცხოვრებელი სახლების კედლები – ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა.
რთული მდგომარეობაა სოფლებში – ხელაღალს და ღვერკში.
მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესების განვითარება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ახლა კი მდგომარეობა უმართავია.
ხარაგაულში არსებულ მძიმე მდგომარეობას ხელისუფლებაც ადასტურებს და ისინი დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას სთავაზობენ.
ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და შესწავლის შემდგომ, დაიდება დასკვნა.