მაღაზია "ორ ნაბიჯში" მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს ასახავს, სოციალურ ქსელში ვრცელდება. მოქალაქე თათია მაისურაძე წერს, რომ ხატია ვიბლიანი მოზარდს ჯერ მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე უსწორდება ფიზიკურად, შემდეგ კი გარე პერიმეტრზე ელოდება, რათა მასზე თავდასხმა უკვე კამერების გარეშე გააგრძელოს.
მაისურაძე წერს, რომ ვრცელი ვიდეომასალა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ფრაგმენტები. მისი თქმით, სიმართლე არასდროს იმალება და ვიბლიანმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
შეგახსენებთ, რომ
არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.