ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადავიდა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები

ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადავიდა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები

20-09-2025 12:19
პოსტი ნახა: 937

აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მდინარე მაჭახელას ადიდებამ პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საყანე მიწები დატბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.

როგორც ხელვაჩაურის მერიაში განაცხადეს,  მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული.

“ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”,- აცხადებენ უწყებაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე