ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა - აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა - აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 284

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დარტყმების სამიზნე დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, კიევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები იყო. მტერმა ჩვენს ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. დნიპროში რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

„ყოველი მსგავსი დარტყმა არა სამხედრო აუცილებლობას, არამედ რუსეთის წინასწარგანზრახულ სტრატეგიას წარმოადგენს, რათა ჩვენი მოსახლეობის ტერორი მოახდინოს და ჩვენი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე