ხმელთაშუა ზღვაში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩაიძირა , - ინფორმაციას BBC-ი ლიბიის საზღვაო სამაშველო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსული ტანკერი The Arctic Metagaz-ი ლიბიასა და მალტას შორის მდებარე წყლებში ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც გუშინ ხანძარი გაუჩნდა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა, რომლებიც ლიბიის სანაპიროდან გაუშვეს.
„მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმისა და მეკობრეობის აქტია, რაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა“, - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ.
რუსულ უწყებაში აღნიშნეს, რომ ტანკერის ეკიპაჟის 30-ვე წევრი უსაფრთხოდ არის.