79 წლის ასაკში, ქუთაისში ცნობილი ზოგადი ქირურგი და პროფესორი ომარ ღიბრაძე გარდაიცვალა.
ბატონ ომარს გამოქვეყნებული აქვს 68 სამეცნიერო ნაშრომი, ამათგან რამდენიმე ათეულ ნაშრომს მიღებული აქვს ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციების სერტიპიკატები.
1996 წლიდან ომარ ღიბრაძე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი, აღზრდილი ჰყავს ექიმების მრავალი თაობა.
ბატონ ომარს ახლობლები, კოლეგები და სტუდენტები ემშვიდობებიან.
თრიალეთის გუნდი უსამძიმრებს ბატონი ომარის ოჯახს.