კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 108

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერზე, ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ ჩვენ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავიბარეთ. შეხვედრა დღეს გაიმართება“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს“.

ამასთან, Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, მას შემდეგ, რაც რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად კიევში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს შენობა დაზიანდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე