კიევში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი

კიევში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 76

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. განადგურდა 4-8 სართულები. ამ დროისთვის, ხანძარი ჩამქრალია და მიმდინარეობს

გაწმენდითი სამუშაოები.

დნეპროვსკის რაიონში 9-სართულიანი შენობა დაზიანდა. დარტყმის შედეგად შენობის მე-5-8 სართულებზე გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე