კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

06-06-2025 12:37
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 447

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რუსები წუხელ დასავლეთ უკრაინის ქალაქებს - ლუცკსა და ტერნოპოლსაც დაესხნენ თავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე