კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს

10-07-2025 13:58
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 272

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, კიევის გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკს, ივან ვორონიჩს 5-ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე