აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კელოგი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ღონისძიებას ესწრება კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნიც, რომელიც კიევში ასევე დღეს ჩავიდა.