კიტეიშვილის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - ვინ არის 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი Transfermarkt-ზე

კიტეიშვილის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - ვინ არის 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი Transfermarkt-ზე

2 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 94

სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება 1 მლნ ევროთი გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

განახლებული მონაცემით, საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველის ფასი 6 მლნ ევროა - აქამდე მაქსიმუმი 5 მლნ ევრო გახლდათ.

29 წლის ფეხბურთელის ფასის მატება მის მიერ ჩატარებულმა წარმატებულმა სეზონმა განაპირობა - ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა და თავად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე ზედიზედ მეორედ დაასახელეს, ასევე, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის ფასებიც განაახლა და ორივე მათგანი, კიტეიშვილის მსგავსად, კარიერულად უძვირესი ღირს: კვარაცხელია - 90 მლნ ევრო, ხოლო მიქაუტაძე - 22 მლნ ევრო.

გთავაზობთ, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს, transfermarkt-ის მონაცემებით:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 22 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
  • საბა გოგლიჩიძე - 8 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი - 6 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 4.5 მლნ ევრო;
  • ირაკლი აზაროვი - 4.5 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე