"ჩვენ ვნახეთ დაორგანიზებული ძალადობა" - კოალიცია "ცვლილებისთვის", გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება.
კოალიციაში აცხადებენ, რომ "რუსული ოცნებისგან" მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის.
მათი განცხადებით, დღეს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაანონსებულ აქციას უერთდებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, აღმაშფოთებელ და საშინელ ფაქტს, რომელიც მოხდა მელიქიშვილზე. ჩვენ ვნახეთ დაორგანიზებული ძალადობა, მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, რუსული "ოცნების" პარტიული წევრების მონაწილეობით არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს არ არის, აღარ ვლაპარაკობ სამართლიანობაზე და პოლიტიკაზე, ეს არის არაადამიანური, არაქართული, შეურაცხმყოფელი მთელი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. ეს სამწუხაროდ არ არის გასაკვირი "რუსული ოცნებისგან" იმიტომ, რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით "რუსულ ოცნებას". მთავარია, რომ მათ იცოდნენ არცერთი მათი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი, ახალგაზრდა, თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის მოქალაქეების გარეშე. ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერს. არავის არ გაუვა, რომ ასე მოეპყროს, ამოეფაროს ვითომ პოლიციის კორდონს და ესე მოეპყრას საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, რომ თურმე ვიღაც ქალია და ვიღაც ქალი არ არის, ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია და ჩვენ, როგორც გუშინ, მთელი კოალიციის შემადგენლობით, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ აქციას, რა თქმა უნდა ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა.ასევე, მინდა ვუთხრა ყველა ამ მოძალადეების შემსრულებელ ცალკეულ ფიგურანტს, პოლიციელს, თუ არაპოლიციელს, ვითომ პოლიციელს, ყველა თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული და ყველანი აუცილებლად დაისჯებით," - აცხადებენ კოალიციაში.