ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

16-12-2024 16:35
კატეგორიები: პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ადამიანებს აქვთ წაკითხულისა თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ იაზრებენ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში, ეს არის სრული ე.წ. ფეიკი, არის ჩვეულებრივი ტყუილი. არავითარი მსგავსი ცვლილება არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა, ყოველგვარი საბაბის გარეშეც კი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 161


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!