კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური და მისი ცოლი, ეკატერინე ბერიძე 21 ბინას , 14 მიწის ნაკვეთს და 7 მანქანას ფლობენ
კერძოდ, კახა ბექაურის საკუთრებაშია ბინები ბაკურიანში ($113 560) და დუშეთის სოფელ კაიშაურებში ($64 500) და ავტოფარეხები იგივე მისამართებზე
ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია 19 ბინა: თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე #37მ ($300 000), ჭავჭავაძის გამზირი #37მ ($220 000), ჭავჭავაძის გამზირი #37მ ($150 000), ჭავჭავაძის გამზირი #37ლ ($307 000), ჭავჭავაძის გამზირი #37ლ, ჭავჭავაძის გამზირი #37მ ($315 240), ჭავჭავაძის გამზირი #37მ ($137 611),მიხეილ ასათიანის ქუჩა #10 ($149 000), ქალაქი თბილისი, ბეგლარ ახოსპირელის გასასვლელი, N 3 ($290 000), ზაქარია ფალიაშვილის #87 ($245 000), ჭონქაძის ქუჩა #1 ($70 000), ჭონქაძის ქუჩა #1 ($99 000). ტირიფების ქუჩა#2 ($101 530), ირაკლი აბაშიძის ქუჩა #44 ($28 000), გიორგი ახვლედიანის ქუჩა #20 (მემკვიდრეობა). ქალაქი ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #2 ($139 000). ასევე ეკატერინე ბერიძის მფლობელობაშია საწყობი და ავტოსადგომი მიხეილ ასათიანის ქუჩაზე, არასაცხოვრებელი ფართი ტირიფების ქუჩაზე და ავტოფარეხი ბათუმში
კახი ბექაური თბილისში, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში $1 მილიონზე მეტი ღირებულების 14 მიწის ნაკვეთს ფლობს
ოჯახის საკუთრებაშია 7 ავტომანქანა, მათ შორის ყველაზე ძვირია, 602 052 ლარის ღირებულების RANGE ROVER AUTOBIGRAPHY და 372 528 ლარის ღირებულების PORSCHE PANAMERA GTS, რომლებიც კახა ბექაურის საკუთრებაშია. 7 მანქანიდან 2 ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია.
ოჯახის საკუთრებაში არსებული მაჯის საათების ღირებულება 61 ათას დოლარს აჭარებებს. კახა ბექაური ფლობს 5 ცეცხლსასროლ იარაღს
კახა ბექაურის საკუთრებაშია რამდენიმე კომპანიის აქცია და 29946 კრიპტო ვალუტა
ბექაური ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ 33,33%-ს, საიდანაც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 20 515 605,11 ლარი (ხელზე აღებული თანხა) მიიღო
ბექაურს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე აქვს 1 650 000 ლარი, „თი-ბი-სი“ ბანკის შემნახველ ანგარიშზე კი - 4 447 155 ლარი.
კახი ბექაურს 2024 წელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ხელფასის სახით აღებული აქვს 202 310 ლარი, ხოლო ეკატერინე ბერიძემ, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია, გასულ წელს, ხელფასის სახით 297 480 ლარი აიღო.
დეკლარაციაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა მიუთითა ის გასავალიც, რომლის ოდენობამაც 5 000 ლარს გადააჭარბა. მათ შორისაა:
ავეჯის ღირებულება - 1 557 938 ლარი; ჩასაშენებელი ავეჯი - 52800 USD; ავეჯი, დეკორაცია - 11699,38 EUR; მოგზაურობა, დასვენება - 71 109 EUR და 21 908 USD; ეზოს გამწვანება - 136 488 ლარი; ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი - 51 758 ლარი; ლიფტის შახტის მოწყობა - 34 417 ლარი; აუზის მოწყობა - 118 953 ლარი;
წყარო: