კონგრესმენმა ტედ ლიუმ მარკო რუბიოს მიმართა - პუტინმა შუა თითი გიჩვენათ თქვენ და პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე

კონგრესმენმა ტედ ლიუმ მარკო რუბიოს მიმართა - პუტინმა შუა თითი გიჩვენათ თქვენ და პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 157

პუტინმა შუა თითი გიჩვენათ თქვენ და პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე, – ასე მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა, ტედ ლიუმ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე.

კონგრესმენის თქმით, იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან საუბრის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, ბზობის კვირაში მასირებული თავდასხმა განახორციელა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ცოტა ხნის წინ კვლავ გაიმეორა იგივე, რითიც, მისი თქმით, „თავისი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინა და შუა თითი უჩვენა სახელმწიფო მდივანსა და დონალდ ტრამპს“.

კონგრესმენი სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ბრძოლის ველზე დაამარცხონ რუსეთის ლიდერი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე