ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ქვემო ქართლში ცხოვრობს - როგორია საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა

ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ქვემო ქართლში ცხოვრობს - როგორია საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა

მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 635 769 ადამიანი იღებს. აქედან, 200 191 პირს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები ქვემო ქართლში ცხოვრობს (საერთო რაოდენობის 13,8%), რომელსაც თბილისი (13,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,2%) მოსდევს.

2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ქვემო ქართლი - 88 704 ადამიანი
  • თბილისი - 85 711 ადამიანი
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 77 982 ადამიანი
  • იმერეთი - 76 784 ადამიანი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 67 321 ადამიანი
  • კახეთი - 62 513 ადამიანი
  • შიდა ქართლი - 52 888 ადამიანი
  • გურია - 25 304 ადამიანი
  • სამცხე ჯავახეთი - 19 054 ადამიანი
  • მცხეთა მთიანეთი - 17 221 ადამიანი
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 175 ადამიანი
პოსტი ნახა: 273


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!