ლაგოდეხში, მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი

ლაგოდეხში, მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი

08-01-2025 16:15
კატეგორიები: სამართალი

ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.

პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო.

პოსტი ნახა: 969


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე