„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყეს

29-07-2025 16:17
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 922

ხალხი განაგრძობს ცხოვრებას ავარიულ სახლში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია - „ქართული ოცნება“ კი აკრავს სტიკერს „საფრთხის შემცველია, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“ - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციამ ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო.

„ორი კვირის წინ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის გუნდმა, მოსახლეობის არაერთი მომართვის საფუძველზე დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო, რითაც „ქართულ ოცნებას“ მორიგი თავსატეხი გაუჩინა. ყველგან სადაც მივდივართ, მოგვყვებიან და ცდილობენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობასთან საქმის „დალაგებას“. სადაც ვერ სწვდებიან, სტიკერებს აკრავენ: „საფრთხის შემცველია, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“ დიახ, ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, აი, ამ სტიკერებს აკრავენ კორპუსებზე, სადაც ასობით ოჯახი ცხოვრობს. ამ სტიკერების იქით საქმე არ მიდის. ხალხი განაგრძობს ცხოვრებას ავარიულ სახლში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური სახე. თუ გამოუსწორებელი შედეგი დადგა, დამნაშავე ისევ მოსახლეობა იქნება, რადგან ის უკვე გააფრთხილეს!“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ამასთან, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბექა ბერიძიშვილიც ამბობს, რომ „თბილისი ინგრევა, „ქართული ოცნება“ კი შენდება!“

„ქართული ოცნებისთვის“ ადამიანი და მისი სიცოცხლე მეასეხარისხოვანია. მთავარია, სანამ ხელისუფლებაში არიან, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ და რაც შეიძლება დიდი სასახლე აიშენონ! ასეა, თბილისი ინგრევა, „ქართული ოცნება“ კი შენდება!

თბილისში 10 000 ავარიული სახლია და ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა. წლებია ხალხი უსაფრთხო საცხოვრისს ელოდება, თუმცა მერია, თუ მათი ინტერესი არ არის, რეაბილიტაცია-ჩანაცვლების პროექტს არ იწყებს, რაც სისტემური კორუფციის აშკარა მაჩვენებელია. „ლელო-ძლიერი საქართველო“, თბილისში არსებული ყველა ავარიული სახლის მონიტორინგს და იმ კორუფციული სქემის გამოაშკარავებას აპირებს, რომელიც წლებია თბილისი მერიაში მოქმედებს“,- განაცხადა ბექა ბერიძიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე