ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს

24-02-2025 18:14
კატეგორიები: ეკონომიკა

ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია, ინვესტორთან კონტრაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროცესში კონფიდენციალურობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს.

„ვფიქრობ, რომ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა. თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალურობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პოსტი ნახა: 442


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე