ლევან დავითაშვილი - არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი - დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს

ლევან დავითაშვილი - არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი - დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს

21 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, აქედან გამომდინარე ისეთი ტიპის დიალოგი ბიზნესთან, როგორც დღეს იყო მნიშვნელოვანია.

დავითაშვილის თქმით, პროცესების დეესკალაციისთვის ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი.

„ჩემ შეფასებებში გულწრფელი ვიქნები, აქედან გამომდინარე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, რადგან მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აშშ- ს ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც და ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება ამ კუთხით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საინვესტიციო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ დადებით პროცესებს ველოდებით ეკონომიკაში.

გულწრფელი ვარ როცა ვამბობ, რომ დღეს შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, აქედან გამომდინარე ისეთი ტიპის დიალოგი ბიზნესთან, როგორც დღეს იყო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია, ჩვენ გვინდა მოხდეს პროცესების დასტაბილურება, ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმის, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. საჭიროა მეტი დიალოგი, იმისათვის რომ ჩვენ საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ, განსაკუთრებით, კრიტიკულ და სტრატეგიულ თემებზე. მე ოპტიმისტი ვარ ამ კუთხით, რომ ეს შესაძლებელია, იქიდან გამომდინარე რომ ორ- პოლარულ ჯგუფს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ, ამასვე ითხოვს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად ავუხსნათ, დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. ეს იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური თუ ამას ექნება გარკვეული შედეგები, მათ შორის ეს უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების კუთხით, მხარდაჭერის კუთხით თუ გინდათ ასე დავარქვათ, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება და მოხდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური დიპლომატიით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, ყველაზე მეტად რაც საზოგადოებას და ბიზნეს აწუხებს ეს არის პოტენციური იზოლაცია, რასაც გაეცემა პასუხი - „ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

„პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვლება 2025 წელს, აქედან გამომდინარე ჩვენს საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მხარდაჭერა.

ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით, კი ბიზნეს დღეს ქვეყანაში აწუხებს პოტენციური იზოლაცია, რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი. ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამიტომ ამ მოლოდინებზე დაფუძნებით, ის პროცესები, რომლებიც დღეს ნეგატიურად ისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მომავალში, 2025 წლეს შეიცვლება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პოსტი ნახა: 120


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!