ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი

ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი

19 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 513

4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვება შესაძლებელია.

„და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე - არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!

ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

იქნება თუ არა რთული? - დიახ იქნება!

არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? - ცხადია არის!

ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე