ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები - გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

30-07-2025 21:34
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 788

„ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: „4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხობთ არ ვთქვათ, - რა გინდათ?! რას ეწვალებით?! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს „ცეცხლს უხსნის“, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაშინვე მასზე თავდასხმები იწყება.

„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: “4 რიცხვი არ "დავკიდოთ", ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხობთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია"...

ჩემი აზრით გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?! კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ... ძალა ხალხში”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

6 საათის წინ

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე