ლევან მახაშვილი - მაქსიმალურად დიპლომატიურად, ფრთხილად ვცდილობთ, განცხადებები ვაკეთოთ, არ გვინდა, ის ნდობა, რაც საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებობს, წყალს გავატანოთ

ლევან მახაშვილი - მაქსიმალურად დიპლომატიურად, ფრთხილად ვცდილობთ, განცხადებები ვაკეთოთ, არ გვინდა, ის ნდობა, რაც საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებობს, წყალს გავატანოთ

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 117

უახლოეს მომავალში საუბარი გვექნება ეუთო-სთან და მთავარი გზავნილი იქნება, რომ ასეთი განცხადებებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ნუ მოახდენენ, რომ შემდეგი არჩევნების წინ მათი ნდობა იმდენად შერყეული იყოს, მათი მოწვევა არავის უნდოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმს კომენტარი გააკეთა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ (ODIHR) საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს.

„მინდა, მათ განცხადებას ოპტიმისტურად შევხედო და პათოსი იმას დავაბრალო, რომ ფიზიკურად აქ არ იყვნენ და არ უყურებდნენ, საქართველოში რა ხდებოდა. სხვა მხრივ, როცა იმის შესაძლებლობა არ გაქვს, რომ ძალადობას თავისი სახელი დაუძახო და მოძალადეს მოძალადე დაუძახო, მაშინც რაზეა საუბარი? თუ არ შეგიძლია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაზე შეტევას სახელი დაარქვა, უკაცრავად, მაგრამ მათი ობიექტურობის შეფასება გამიჭირდება სხვა ფაქტებზეც. თუ რაიმეს ნახვა უნდოდათ და შეფასება, ჩამოსულიყვნენ და ენახათ, რა ხდებოდა აქ. განცხადებები შემდეგ გაეკეთებინათ. ჩვენ ეუთო-ს და მის ინსტიტუტებს პატივს ვცემთ. მაქსიმალურად დიპლომატიურად ფრთხილად ვცდილობთ, რომ განცხადებები ვაკეთოთ, რადგან მათ სადამკვირვებლო გამოცდილება აქვთ და არ გვინდა, ის ნდობა, რაც საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებობს, წყალს გავატანოთ. უახლოეს მომავალში საუბარი გვექნება ეუთო-სთან და მთავარი გზავნილი იქნება, რომ ასეთი განცხადებებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ნუ მოახდენენ, რომ შემდეგი არჩევნების წინ მათი ნდობა იმდენად შერყეული იყოს,  მათი მოწვევა არავის უნდოდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე