ლევან სანიკიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ვერტიკალის წინააღმდეგ

ლევან სანიკიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ვერტიკალის წინააღმდეგ

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 269

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სურვილია, ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ გავრცელდეს ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეზე, რომელიც ამ დიდ სიკეთეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დანიშნულებით იყენებს - ეს არის ოჯახის წევრების ნახვა, ტურისტული მიზანი, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, სარჩო-საბადებლის პოვნა, სტუდენტური სამუშაოები და ასე შემდეგ, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ. ივანიშვილის და რუსეთის სურვილია ცალსახად, რომ ეს შესაძლებლობა ქართველებს აღარ ჰქონდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, რომ დასავლეთისგან ეს დარტყმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იგრძნონ“, - განაცხადა სანიკიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე