ორშაბათს, 25 ნოემბერს, დილის 5:30 საათზე, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ლიეტუვას ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT), კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ნახეს, ორი წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თვითმფრინავის პილოტი კი ცოცხალი იპოვეს.
LRT-ს ცნობით, თვითმფრინავმა, რომელსაც ლაიფციგიდან ლიეტუვაში მიფრინავდა და კომპანია „დი ეიჩ ელ“-ს ეკუთვნოდა, საცხოვრებელ კორპუსის ეზოში აფეთქდა. LRT, ვილნიუსის მერ ვალდას ბენკუნსკასზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შენობას ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ იქ მცხოვრები 12 ადამიანი არ დაშავებულა და ისინი ევაკუირებულები არიან.