ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რესტორან "კახელებთან" მამაკაცი ავტომობილში ესროლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.