ლისაბონის ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ლისაბონის ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

04-09-2025 16:54
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 645

ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის დედაქალაქის სამოქალაქო დაცვის სამსახური ავრცელებს.

ღამით საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული ორი პირი გარდაიცვალა. მსხვერპლთა შორის ფუნიკულიორის ერთი თანამშრომელია, ასევე როგორც პორტუგალიის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ვინაობა ჯერ უცნობია.

დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის არიან პორტუგალიის, გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეები. დაშავებულია ასევე სამი წლის ბავშვი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. გამოძიებას აწარმოებენ პოლიცია, პროკურატურა და ასევე ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანო.

მომხდარის გამო ლისაბონის მერიამ, შემოწმების დასრულებამდე, ფუნიკულიორის სამი სხვა ხაზის მუშაობაც შეაჩერა.

ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. პორტუგალიის მთავრობამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე