აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის ცენტრის ნაწილში მეორე ღამეა „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
“„კომენდანტის საათის“ მიზანია „შეაჩეროს ცუდი აქტორები, რომლებიც პრეზიდენტის ქაოსური ესკალაციით სარგებლობენ. თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში არ ცხოვრობთ, ან არ მუშაობთ, მოერიდეთ ამ ტერიტორიას და დაიცავით სამართალდამცავი ორგანოების მითითებები. ვანდალიზმი და ძალადობა დაუშვებელია“, - დაწერა ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტში.
მისი თქმით, გუშინ ღამით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
„კომენდანტის საათის“ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება.
ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსგავსი აქციები აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ოსტინსა და ვაშინგტონში.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.