ლოს ანჯელესის პოლიციის ცნობით, 10 ივნისს საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 113 ადამიანი დააკავეს

ლოს ანჯელესის პოლიციის ცნობით, 10 ივნისს საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 113 ადამიანი დააკავეს

11-06-2025 02:17
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 263

ლოს ანჯელესის პოლიციის ცნობით, გუშინ ღამით საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 113 ადამიანი დააკავეს.

როგორც ლოს ანჯელესის პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა წინააღმდეგობის გაწევისა და ვანდალიზმის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, 14 ადამიანი რამდენიმე შენობის გაძარცვისთვის დააკავეს.

10 ივნისის ღამით, ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, კალიფორნიაში არეულობა 6 ივნისს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურების რეიდების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები შტატის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 ათასი წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების განკარგულება გასცა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე