ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა დღეს მოხდა. ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ქალს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევაც.
"ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთა შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9 თვიანი მის მიმათ გამოცემული, მოხლოება აქვს აკრძალული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და "წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, რომ "მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო", - ამბობს ხათუნა მიქაცაძე. "