ლუკა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ლუკა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

29-07-2025 15:28
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 401

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე