ლუკაშენკო ზელენსკის - დაფიქრდით, როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ - ახლა ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს

ლუკაშენკო ზელენსკის - დაფიქრდით, როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ - ახლა ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 113

„ომის დაწყებისას ვურჩიე როგორ უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა, ეს 28 პუნქტი ახლა არ იქნებოდა. თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზრებში არსებობა გააგრძელოს, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ მოლაპარაკებებია საჭირო და არა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღოს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინას ახლა ზღვაზე გასასვლელი აქვს, მაგრამ „შესაძლოა, ეს ასე აღარ იყოს“.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. ახლა თქვენ ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე