ბელარუსის დიქტატორმა ლიდერმა საქართველოში ელჩად სანქცირებული დიპლომატი დანიშნა. ნიკოლაი როგაშჩუკი რამდენიმე ქვეყანას ყავს შავ სიაში შეყვანილი.
როგაშჩუკი უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერია და იზიარებს მის მოსაზრებებესაც. ისს ლუკაშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც იყო. არქივშია შემონახული ფაქტებიც, როცა როგაშჩუკი მხარს უჭერდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.
„ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. და მეტ-ნაკლებად ნორმალური დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. დიახ, ტვინი გამოურეცხეს, თითქოს ჩვენ ვართ მათი მეტოქეები და თითქმის მტრები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე.
ჩვენ მომხრე ვართ, რომ ოსებმაც და აფხაზებმაც მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ იქნება ეს, იქ გადაწყვეტენ – ერთ სახელმწიფოში ერთად, ფედერაციაში თუ სხვაგან, ეს მათი საკითხია. ჩვენ ამაში არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ხალხისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ლუკაშენკომ საქართველოში ბელორუსის ელჩად ნიკოლაი როგაშჩუკის დანიშვნასთან დაკავშირებით.