მადრიდის ცენტრში მშენებარე შენობა ჩამოინგრა. დაშავებულია სამი ადამიანი. შემთხვევა ოპერის გვერდით მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.
ესპანური მედიის ცნობით, ჩამოინგრა კონსტრუქციის ექვსი სართული. შესაძლოა, ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი.
გავრცელებული ცნობებით, დაშავებულები მუშები არიან. ერთმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.