მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაკარგოს ყველაფერი, რაც მოიგო რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისთვის ბრძოლაში.
მაია სანდუმ ეს განცხადება კიშინიოვში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კრემლი მასიურ ჩარევაში და განაცხადა, რომ მოლდოვა საფრთხის ქვეშაა.
„რუსეთს სურს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება, რათა ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენოს. აქედან მას შეუძლია ხალხის გაწვრთნა უკანონო ქმედებებისთვის ან თუნდაც დრონების გაშვება, როგორც ამას ბელარუსიდან აკეთებს“, - განუცხადა სანდუმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.