მაკა ბოჭორიშვილი - ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი

მაკა ბოჭორიშვილი - ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და არა ძირის გამოთხრისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, როცა პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეა საუბარი, ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთის პატივისცემას, ქვეყნებს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს.

„როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან პარტნიორებს შორის ურთიერთობები მიმართული იყოს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსის დატვირთვაზე, ორმხრივ ურთიერთობებში გაღრმავებისკენ და არა ძირის გამოთხრისკენ.

ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიც ისინი არიან წარმოდგენილები. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე და არა ძირის გამოთხრისკენ. სამწუხაროა, როდესაც წარმოდგენილი დიპლომატების მხრიდან ვხედავთ, რომ პირიქით მოქმედებენ და არა იმისკენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყონ ხელი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის,"ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

პოსტი ნახა: 52


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!