მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე- პრემიერს შეხვდა და საქართველოში მოიწვია

მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე- პრემიერს შეხვდა და საქართველოში მოიწვია

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 82

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

ასევე, პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაფართოების დიდ პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, - აღინიშნება ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე