მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს

მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს

16-01-2025 18:36
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამართეს შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში და განიხილეს პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და აგრეთვე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო ინტერესების მატარებელი საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაირამოვმა მის ქართველ კოლეგას გააცნო პოსტ-კონფლიქტური რეგიონის აღდგენის გზები, სამშვიდობო ძალისხმევა და აგრეთვე გამოწვევები, რომელიც არსებობს მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში.

პოსტი ნახა: 140


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!