სისხლიან დაპირისპირებას გორში მეორე ადამიანის სისცოცხლეც ემსხვერპლა - ინფორმაციას კლინიკა ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორ ადამიანს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა ერთი კი დაიჭრა. როგორც თრიალეთის გადამღებ ჯგუფს შემთხვევის ადგილას განუცხადეს, ცეცხლი მამა - შვილს გაუხსნეს. გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობა ცნობილია, ისინი გიორგი და დათო ცაციაშვილები არიან. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში გამოვლენილია ეჭვმიტანელიც, სერგო ახალკაცი, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.