მამუკა ხაზარაძე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ - არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“

მამუკა ხაზარაძე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ - არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 105

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი და არჩევნებში ბრძოლა ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„ამოცანა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან წარმატებულად ჩატარდა კარდაკარი. გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ.

არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა საერთო კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს დავუჭიროთ და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე