მამუკა ხაზარაძე - ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა - ივანიშვილმა აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია

მამუკა ხაზარაძე - ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა - ივანიშვილმა აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 148

„ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი - ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა!

ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ადეკვატური პასუხი „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე.

ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა.

თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია - ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის.

მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ - ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე - ყველა სამართლებრივი გზით!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე