მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი ფაქტის გამო კი, ჯარიმა დაეკისრათ

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი ფაქტის გამო კი, ჯარიმა დაეკისრათ

22-01-2025 17:59
კატეგორიები: პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ და მათ აბუ -დაბიში მომხდარ ინციდენტზე ჯარიმა დაეკისრათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებმა ინციდენტის გამო, პოლიციის განყოფილებაში დღე ნახევარი გაატარეს, შემდეგ კი სასტუმროში იმყოფებოდნენ.

„ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში. დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა. რომ ვრცელდება ინფორმაცია, იმხელა ჯარიმა არაა. ამასთან მიახლოებული თანხა არაა. სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა კრიმინალები. არავის არაფერი არ ამართლებს... მე თუ ვინმე თავს დამესხმება, აუცილებლად პასუხს გავცემ. გამართლება შეიძლება ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. რთულია ქართველმა კაცმა მოითმინოს დედის გინება. გაყოყოჩებული „ქათმის“ ვაჟკაცობა არ გაიშვა და არც ქართველობა. შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ მათი ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში. ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 391


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე