მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება

05-02-2025 18:03
კატეგორიები: პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება.

კითხვაზე, „გამჭირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ  პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

პოსტი ნახა: 595


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე