მამუკა მდინარაძე - დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებს - ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს

მამუკა მდინარაძე - დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებს - ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს

13 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, იმ განცხადებებს აკეთებს - ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე ქართველ ელჩებზეც ისაუბრა და მათ, ვინც 28 ნოემბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა, „ჩანერგილი ელჩი“ უწოდა.

„სწორია ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც არის დალაგებული. რასაც ეტყვიან ელჩს იმას ლაპარაკობს. დანიგანიც ასეა. პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია და ასეა მართლა, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, ის განცხადება უნდა გააკეთოს და იმ განცხადებებს აკეთებს. ჩვენი ელჩები პირიქით არიან ხოლმე ზოგ შემთხვევაში. ზოგიერთი ელჩი იმიტომ რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი უმრავლესობა ძალიან ღირსეული, თავისი სამშობლოს მოყვარულია, თავისი სახელმწიფო პოლიტიკის, სწორი, ევროპული პოლიტიკის გამტარებელი ადამიანები არიან, მაგრამ გამოხტა რამდენიმე ჩანერგილი ელჩი, რომლებმაც რა განცხადებებიც გააკეთეს ნახეთ. დანიგანიც იმავენაირად ხომ არ მოიქცევა? შეიძლება საერთოდ სხვა რამეს ფიქრობდეს. ასევეა ჰერჩინსკიც. მოდის დირექტივა, ამ დირექტივის შესაბამისად მოქმედებს და ამიტომ ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს. მისი ხელის ჩამორთმევის ლეგიტიმაცია არ არის ის, რაზეც მათ უნდა ინერვიულონ. მათ ინერვიულონ, რომ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს,“ -განაცხადა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 93


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!