დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გამოცხადებულ გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე კომპანიის თანამშრომელი შეუერთდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ რიგით მოქალაქეებს აქვთ აგრესია რადიკალების და მათი მხარდამჭერების მიმართ.
„იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში.
როდესაც რაღაც ჩხუბები მოხდა ერთი ორგან საბურთალოს ტერიტორიაზე, „ტიტუშკებს“ ეძახიან. ახლა მილიონ ასოცი ათას კაცს „ტიტუშკას“ თუ არ დაუძახებენ ძალიან კარგს იზამენ. „ტიტუშკები“ ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან? ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვთ მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.