მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება და სუს-ში „საკუთარი გუნდით მიდის“

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება და სუს-ში „საკუთარი გუნდით მიდის“

03-09-2025 15:20
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 533

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალარჩეული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.

როგორც მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ის სუს-ში „თავისი გუნდით მიდის“.

მისივე თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე